დედოფლისწყაროს რაიონში, შირაქის ველზე, 350 ჰექტარზე ყანები დაიწვა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ფიროსმანაშვილმა განუცხადა, ხანძარი 3 ადგილზე იყო და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ცეცხლი ახლადგაშენებულ ქარსაცავ ზოლში არ გავრცელებულიყო.
„ძალიან ცხელა და ხანძრის შემთხვევები გახშირდა. მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს, სიგარეტის ნამწვის გადაგდების შედეგადაც კი ხანძარი ჩნდება", - განაცხადა ნიკა ფიროსმანაშვილმა.