დვანში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პირველად დაესწრო საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანერი ანჟეი ტიშკევიჩი.
მთავარი საკითხი კვლავ დაკავებულების გათავისუფლება, მოსახლეობის უსაფრთხოება და ე. წ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი ინიციატივით გამოვიდა, რომ ევროკავშირმა ყველა მხარესთან ინდივიდუალური შეხვედრები მოაწყოს.
ტიშკევიჩის განცხადებით, აუცილებელია, რომ მისიის წევრებს მუშაობის მეტი შესაძლებლობა მიეცეთ და მონიტორებს ოკუპირებული ტერიტორიის ნებისმიერ მონაკვეთზე შესვლის საშუალება ჰქონდეთ.