"მოსკოვში პროპაგანდისტულ ხმაურად აფასებენ აშშ-ს მედიის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაადასტურა რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობა საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებში". - წერს რუსული მედია.
"როგორც ჩანს "The Washington Times"-ში გამოქვეყნებული პუბლიკაცია მიზნად ისახავს ააგოროს მეორე საინფორმაციო ტალღა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც უკვე ადრე, მიმდინარე წლის დასაწყისში განიხილეს ქართველმა და ამერიკელმა წარმომადგენლებმა", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში გრიგორი კარასინმა.