რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დუმაში რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი კანონპროექტი საბაჟო საქმეებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ რატიფიკაციისათვის შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნულ დოკუმენტს ხელი სოხუმში მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს მოეწერა და იგი მიმართული საბაჟო საქმეებში თანამშრომლობის გაღრმავებიკენ და ამ სფეროში აღმოჩენილ დარღვევებთან ერთად ბრძოლისკენ.