დღეს, 28 ივლისს, 17:30 საათზე, „ევროპის სახლში" ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი, კომპანია „ Moooi"-ს კრეატიული დირექტორი მარსელ ვანდერსი ქართველ მხატვრებს, დიზაინერებსა და არქიტექტორებს შეხვდება.
მარსელ ვანდერსი 2011 წლიდან კომპანია „ Moooi"-ის კრეატიული დირექტორია. სწორედ მისი ინიციატივით „ Moooi " ქართული კომპანია „რუმსის" დიზაინით შექმნილ განათებას - Position Lamp-ს აწარმოებს.
2011 წლის სექტემბრიდან „ Moooi"- ის კოლექციისთვის იგეგმება კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტის წარმოება. ამჯერად „ Moooi"-ის კოლექციაში „რუმსის" ესკიზით შექმნილი ხალიჩა შევა.
მარსელ ვანდერსი თბილისში, 27-31 ივლისს, კომპანია „რუმსის" დიზაინერების მოწვევით ჩამოდის.