კახეთში აფეთქება მოხდა. ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ქვის საამქრო აფეთქდა.
მძიმედაა დაშავებული ერთი ადამიანი, შუახნის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია, მას სხეულის დამწვრობა აქვს მიღებული და ლაგოდეხის საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული.
დაზარალებულის დედაქალაქში გამოსაყვანად, თბილისიდან უკვე გაემგზავრა კატასტროფის ცენტრის ჯგუფი.
რა გახდა აფეთქების მიზეზი და რა მასშტაბის იყო აფეთქება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.