თელავში აკვაპარკი გაიხსნა. კახელებს ცხელი ზაფხულის გატარება ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლებათ.
ახალ სეზონზე დასრულდა მშენებლობის მეორე ეტაპი. პარკს დაემატა სასრიალოები, აუზები და კვების ობიექტები. აკვაპარკში დასვენება ერთ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში 10 ლარად შეეძლება.
ახალი აკვაპარკი კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა გახსნა. პირველი დღე კახეთის მოსახლეობისთვის უფასო იყო.
გახსნის ცერემონიაზე "ჯეოსტარელების" მონაწილეობით კონცერტიც გაიმართა.