ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთავს სერიოზული ზარალი მიაყენა.
მსხვერპლი არ არის, მაგრამ დატბორილია სახლები და დაზიანებულია შენობები.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ადგილზე ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურისა და სახანძრო ჯგუფები მუშაობდნენ.
ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.