ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საზოგადოების მობილიზებისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, საზოგადოებაში ოპოზიციისადმი ნდობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა და ამისათვის ოპოზიციას დაკარგული ავტორიტეტის აღსადგენად გამიზნული ტაქტიკური სვლების გაკეთება მოუწევს.
"საზოგადოებაში სერიოზული ნიჰილიზმია. ოპოზიციისადმი ნდობაც ძალიან დაბალ ნიშნულზეა და ამიტომ, ოპოზიციას მოუწევს სერიოზული გადაჯგუფება და ტაქტიკური სვლები დაკარგული ავტორიტეტის აღსადგენად. ოპოზიციას დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოებას აჩვენოს რეალური გზა და ამაში დაარწმუნოს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ აქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის, კონსერვატიული პარტია, "დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოსთვის" "საქართველოს გზა", ეროვნული ფორუმი, და "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" აქციებს ნოემბრის დასაწყისში განაახლებს.