სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში რამდენიმე მეასედი ვენახი, სოფელ ილიაწმინდაში კი 1,5 ჰექტარზე ქარსაცავი ზოლი დაიწვა. მანამდე ხანძარი გაჩნდა სოფელ ძველ ანაგაშიც.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრსსაგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა გიორგი ნაცვლიშვილმა განუცხადა, ბოლო დღეებში ხანძრის შემთხვევები გახშირდა.
„ორი დღის წინ, ხანძარი სოფელ ილიაწმინდაშიც იყო. ცეცხლი 4 ჰექტარზე გავრცელდა. ხორბალი უკვე აღებული იყო და ზარალი არ არის, თუმცა მალე რომ არ ჩაგვექრო, მოუმკელ ყანაში გადავიდოდა. სამწუხაროდ, 1,5 ჰექტარზე ქარსაცავი ზოლი დაიწვა", - აღნიშნა გიორგი ნაცვლიშვილმა.