ძლიერი წვიმების გამო წალენჯიხის რაიონში მდინარე ჭანისწყალმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთების დატბორა.
გავცელებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ასევე დაზიანებულია წალენჯიხის რაიონის სოფლების დამაკავშირებელი ხიდები, შიდა სასოფლო და რაიონული გზები.
წვიმის გამო ასევე დაიტბორა ზუგდიდი-ჩხოროწყუს საგზაო მაგისტრალიც და დაახლებით გზის ერთ კილომეტრზე ავტომანქანების გადაადგილება შეჩერებულია.
სტიქიის ადგილებში უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები