რაჭაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია სავარაუდოდ, დღეს მოხერხდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა.
"მზად ვართ იმისთვის, რომ ასეთი ტიპისა და მაშტაბის ხანძრებს გავუმკლავდეთ. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. დილიდან მოხდება წყლის დასხმა ვეტმფრენებით და საღამოსთვის სავარაუდოდ, მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდაცია", _ განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ რაჭაში, გაჩენილი ხანძრის შედეგად რამოდენიმე ჰეტქტარი ტერიტორიაა დამწვარი.
ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარს სამრეწველო დანიშნულების ხე-ტყე არ გაუნადგურებია და ის ძირითადად, ბუჩქნარებს მოედო.
ვითარების შესასწავლად ამბროლაურის რაიონში შესაბამისი უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფრმაციით, ის დაუდევრობამ გამოიწვია.