დღეს, 10 ივლისს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, იგეგმება საინფორმაციო ტური იმერეთის რეგიონში. ღონისძიების მიზანია იმერეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია.
მოეწყობა რეგიონის გაცნობითი ტური, რომელსაც დაესწრებიან საქართველოში მოქმედი 30 მსხვილი ორგანიზაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ტუროპერატორებმა შეადგინეს 1- და 2-დღიანი ტურები იმერეთისრეგიონში. ტურებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ კორპორაციებს. გაცნობით ტურში ტურისტულიკომპანიები ადგილზე გააკეთებენ თავიანთი ტურების პრეზენტაციას პოტენციური მომხმარებლისთვის, საინფორმაციო ტურის ფარგლებში გაეცნობიან წყალტუბოში პრომეთეს მღვიმეს, იმავე ტერიტორიაზე ახალ რესტორან „სტალაქტიდას", ახალაშენებულ სასტუმროს, დაათვალიერებენ სათაფლიის მღვიმეს, ბაგრატის ტაძარს, მოწამეთასამონასტრო კომპლექსს.
ღონისძიება ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და იმერეთის მხარეში სახელმწიფორწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო.