"ოკუპანტებად" რუსების აღქმა სეპარატისტულ აფხაზეთში უკვე უბრალო მოსახლეობამ სულ უფრო და უფრო აქტიურად დაიწყო. "იმის გამო, რასაც რუსეთი აფხაზეთში ჩადის მრავალი აფხაზი, თან არა მხოლოდ გუდაუთელი აფხაზები ამბობს, რომ რუსებთან მათ არასოდეს ექნებათYის ცხოვრება, როგორიც ქართველეთან ჰქონდათ",_ განუხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ინფორმირებულმა წყარომ აფხაზეთიდან და რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა.
"როდესაც გაგრაში ლუჟკოვის ცოლი ჩამოვიდა და მიწების შესყიდვა დაიწყო, ერთმა ადგილობრივმა აფხაზმა მას წინააღმდეგობა გაუწია _ ჩემი მიწაა და არ მოგყიდიო (მიწის ის ნაკვეთი მართლაც იმ გაგრელ აფხაზს ეკუთვნოდა). იცით რა უპასუხა ლუჯკოვის ცოლმა? _ რომელი მთიდანაც ჩამოხვედი დაბრუნება იქ მოგიწევს და ჩვენ თქვენთვის არ გვიომიაო. საბოლოო ჯამში ლუჯკოვის ცოლმა მაინც მიიღო ის რაც უნდოდა",_ გვიამბობს წყარო.
მაგალითი მეორე: "ერთ აფხაზ მილიციელს სოჭელი რუსი მილიციელის ვალი ემართა. როგორც ჩანს აფხაზმა მილიციელმა რუსის ე.წ. გადაგდება მოისურვა. ამის პასუხად რუსი მილიციელი აფხაზეთში შეიარაღებული ჩავიდა და აფხაზი მილიციელი მრავალი თვითმხილველის თვალწინ დახვრიტა. მას რათქმაუნდა არავინ არაფერი არ უთხრა და იგი ისევე მშვიდად დაბრუნდა სოჭში, როგორც ჩამოვიდა",_ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წყარო.
მაგალითი მესამე: "საერთოდ, როდესაც რუსეთის მთავრობას რამე სურს, ხოლო აფხაზური მთავრობა ეწინააღმდეგება რუსეთი მდინარე ფსოუზე არსებულ საზღვარს კეტავს. ეს საზღვარი ხომ ერთადერთია რითიც ამჟამად აფხაზეთი იკვებება.
როდესაც ოლიმპიადის სოჭში ჩატარება გადაწყდა, რუსეთის მთავრობამ ფსოუდან გუდაუთამდე მიწების 25-წლიანი (თითქოს იჯარით) იჯარით აღება მოითხოვა. მაშინ აფხაზებმა მათ ამაზე უარი უთხრეს, რუსებმა საზღვარი დაკეტეს. რადენიმე ხნის შემდეგ აფხაზებს რუსების პირობების მიღება და დათანხმება მოუწიათ.
შედეგაც ამჟამად უკვე აფხაზეთში ყველა გუდაუთამდე საზღვრის გადმოწევას ელოდება",_ გვიამბობს წყარო და ალექსანდრე ანქვაბის აფხაზური ტელევიზიით ერთ გამოსვლას იხსენებს. მაშინ ანქვაბმა განაცხადა შემდეგი: "მათ ვისაც აფხაზური მიწების მუქთად ხელში ჩაგდების იმედი აქვს ძალიან ცდება". ეს რუსებისთვის იყო განკუთვნილი და ამაში აფხაზებსა და რუსებს დიდი პრობლემა აქვთ!",_ აცხადებს წყარო და ხაზმასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მცხოვრებლები უკვე საურობენ იმაზე, რომ თითქმის მთელი გაგრა ჟირინოვსკის აქვს გამოსყიდული ხოლო ლუჟკოვს სოხუმის მთელი სანაპირო".
მასალის გამოყენების პირობები