დღეს, 1 ივლისს, 20:00 საათზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას ტერასაზე ახალი ჟურნალის „Film Print"-ის პირველი, ზაფხულის ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე კვარტალში ერთხელ გამოვა და ყოველ ნომერზე იმუშავებს რედაქტორთა ახალი ჯგუფი. „Film Print" -ს ეროვნული კინოცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცემს.
ჟურნალის მიზანია, ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია, თანამედროვე კინოპროცესების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის, კინოსექტორში მოღვაწე ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწეევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ. გარდა ამისა, ჟურნალი საინტერესო იქნება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მკითხველისთვისაც, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ზოგადი ინტერესის გაზრდას კინოს მიმართ.
ჟურნალი გათვლილია სხვადასხვა გემოვნების მკითხველზე. „Film Print" იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი და გააერთიანებს სხვადასხვა ავტორს.
პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ქართველი კინემატოგრაფისტები და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.