სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აცხადებს, რომ აუცილებელია აფხაზეთს რუსეთთან ყველა სახის კომუნიკაცია ჰქონდეს. ეს განცხადება, შამბამ სოხუმსა და ადლერს შორის ახსნილი რეისისადმი მიძღვნილ საზეიმო მიტინგზე გააკეთა.
"ჩვენ უკვე ვახორციელებთ საზღვაო გადაზიდვებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სოხუმის აეროპორტის გახსნასთან დაკავშირებით. ურთიერთობის ეს სახეობაც უახლოეს მომავალში ამოქმედდება", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
მისივე თქმით, რაც მეტი კავშირი იქნება რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ამას მით უფრო მეტი სარგებელი მოჰყვება.
"აფხაზეთი და რუსეთი საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი კავშირი ამიერიდან სულ უფრო და უფრო მჭიდრო იქნება. რუსეთის ხელისუფლების ყველა ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ ჩვენ, ჩვენის მხროვ რუსეთთან დაახლოებაზე ავიღოთ კურსი და ამ კურსის მიმდევრები ყოველთვის ვიქნებით", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
მასალის გამოყენების პირობები