ქარელის მუნიციპალიტეტის ბრეთის მეურნეობის ნათესებში გაჩენილი მავნებელი მწერის კერები გამგეობის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ლიკვიდირებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შიდა ქართლის გუბარნეტორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილმა ჯგუფმა შეწამლა ნათესები, დაამუშავა მთლიანი ტერიტორია, რითაც მისი მასობრივად გავრცელების საშიშროება აღარ არებობს.
მავნებლის მომრავლების შესახებ ბრეთის მეურნეობის მოსახლეობამ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდა. ნაირჭამია მავნებელი "არაფარდი პარკიხვევია" სოფლის მეურნეობის ნათესებთან ერთად ქარსაფარ ზოლსაც გაუჩნდა, რითაც საფრთხე შეუქმნა როგორც მოსავალს, ასევე მწვანე საფარსაც. "არაფარდი პარკიხვევია" საშიში მავნებელია და წელწადში ოთხი გენერაცია ახასიათებს. ის საფრთხეს უქმნის კულტურულ ნათესებს, სკვერებს, ტყეებს და ზოგადად მწვანე საფარს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლმა დასაწყისიშივე აღმოიფხვრა. ეს იყო მწერის პირველი გენერაცია, მეორე თაობის გამრავლება უფრო საშიში იქნებოდა ნათესებისთვის. სწორედ ამიტომ გავუკეთეთ ლოკალიზება მავნებლით დაბინძურებულ პირველად კერას, რაც მომავალში მის გავრცელებას ხელს შეუშლის." - აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ზაზა ბარბაქაძემ.