2 ივლისს, 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში ტარდება კლასიკური მუსიკისა და ჯაზის კონცერტი.
კონცერტის მთავარი შემსრულებელი ბერლინის საოპერო თეატრის სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, სოპრანო - ქრისტინე გორდაძეა. მასთან ერთად მონაწილეობენ მოსკოვის კულტურული უნივერსიტეტის პროფესორი, კომპოზიტორი და პიანისტი - ვახტანგ გორდაძე, დრამი - გურამ ჩიხლაძე, ბასი - გიორგი სიორიძე, ვოკალური კვარტეტი "ნენი".
კონცერტის ორგანიზატორია შპს "ივერ-საითი".
ღონისძიბის მხარდამჭერი ორგანიზაციები არიან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი.