სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ცესკოში 11 ადამიანისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, რომლებიც აფხაზეთუს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობის კანდიდატურად რაულ ხაჯიმბას ასახელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წარდგენა გუშინ 27 ივნისს დაიწყო და 17 ივლისამდე გაგრძელდება.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში მიმდინარე წლის 26 აგვისტოს გაიმართება.