ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტები მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიცემა. ეს განცხადენა ოს სეპარატისტთა ლიდერმა ე.წ. მთავრობის წევრებთან გამართულ თათბირზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტის აღების მსურველი ძალიან ბევრია, მაგრამ პასპორტი მხოლოდ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გაიცემა", _ განაცხადა კოკოითმა და აღნიშნა, რომ გამსვლელი კომისია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ არ გავა.