2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებები ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან. ეს გადაწყვეტილება ფიფამ უეფას მოთხოვნაზე დაყრდნობით მიიღო. მიზეზი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობაა. ერთ ჯგუფში ვერ ითამაშებენ აზერბაიჯანი და სომხეთიც.
ევრო2012 -ის შესარჩევ ეტაპზე იმავე მიზეზით საქართველო და რუსეთი ვერ მოხვდნენ ერთ ჯგუფში.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ევროპის ზონაში 53 ქვეყანა 9 ჯგუფად დაიყოფა. გამარჯვებულები პირდაპირ მიიღებენ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებას. 8 მეორეადგილოსანი ოთხ წყვილს შეადგენენ და ორ მატჩიანი ფლეი-ოფით გაარკვევენ უძლიერესს.