28 ივნისს, 12:00 საათზე, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში, ყოფილი სპორტული კომპლექსის „ათლეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთო საცხოვრებლებში მცხოვრები 32 ოჯახი, სახლების დაკანონების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას გამართავს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა ნონა ჩუთლაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ისინი აღნიშნულ ბინებში 1992 წლიდან ცხოვრობენ და ხელისუფლების არაერთი დაპირების მიხედავად, სახლების დაკანონება ვერ მოახერხეს.
„არჩევნები როცაა მოდიან და გვპირდებიან, ერთ კვირაში დაგიკანონებთ, ორ კვირაში დაგიკანონებთ, მაგრამ არჩევნები რომ მთავრდება, აღარავის ვახსოვართ. გამგეობაში საბუთებიც დაკარგეს. არავინ პასუხს აღარ გვაძლევს. არადა, ბინები ცუდ მდგომარეობაშია და გვინდა მოვაწესრიგოთ. ჩვენი რომ არ არის, ვერაფერს ვაკეთებთ, გვეშინია, მერე არ წაგვართვან", - აღნიშნა ნონა ჩუთლაშვილმა.
მისი თქმით, საცხოვრებელი ბინები ეკონომიკისა და მდგარის განვითარების სამინისტროს ბალანსზეა.