28 ივნისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში საოპერო მუსიკის კონცერტზე მსმენელები შეხვდებიან ცნობილ ახალგაზრდა მომღერალს, ნინო მაჩაიძეს.
გალაკონცერტზე იმღერებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტები - ირინე თაბორიძე, ირინე რატიანი, მარიამ ქობალიანი, ანი ცარციძე, ლეგი იმედაშვილი, ირაკლი კახიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, მამუკა ტეფნაძე, ანზორ ხიდაშელი, ვახტანგ ჯაშიაშვილი. კონცერტში მონაწილეობს ოპერის თეატრის გუნდი და სიმფონიური ორკესტრი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით. პროგრამაშია ფრაგმენტები უკვდავი ოპერებიდან.
ამ კონცერტით დაიხურება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის 159-ე თეატრალური სეზონი.