დღეს, 24 ივნისს, მცხეთაში დასრულდება სემინარები საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის, რომლის ინიციატორი გახლდათ ვიელოპოლსკას (პოლონეთის რიგით მეორე ყველაზე დიდი რეგიონის) მარშალის ოფისი, ხოლო, თანადაფინასებულ იქნა პოლონეთის საგარეო სამინისტროსთან არსებული პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამა 2011-ის მიერ.
სემინარები (პროექტ) _ "პროექტის მართვა. Gგამოცდილება მცხეთა-მთიანეთისათვის" ფარგლებში 20 ივნისს _ მცხეთაში დაიწყო და 24 ივნისს საბოლოოდ დასრულდება.
აღნიშნული პროექტის მიზანია, მცხეთის საჯარო მოხელეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სათანადო გამოცდილების გაზიარება, პროექტის მართვის საფუძვლიანი ცოდნა მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ადგილობრივი და თვითმმართველი ორგანოებისთვის იმ გრანტების მოსაპოვებლად, რომელსაც საქართველოში მომუშავე სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები ( ევროკავშირის წარმომადგენლობა, აშშ-ს დახმარების სააგენტო და სხვ.) გამოყოფენ.
პოლონეთის მხარის პარტნიორები არიან აგრეთვე: ფონდი _ "პარტნიორობა თვითმმართველობისათვის", ვიელოპოლსკას რეგიონის სამი თვითმმართველი ორგანო _ იაროშინის პოვიატი, ასევე, ვოტკოვოსა და ჩერნიევოს მუნიციპალიტეტები. ხოლო, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის ბენეფიციარია.
მცხეთაში სემინარების დაწყებამდე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შემდგარმა საჯარო მოხელეთა 5 კაციანმა ჯგუფმა (ლიდერებმა), პროექტის მართვის ტრენინგები ვიელოპოლსკას რეგიონის დედაქალაქ პოზნანში გაიარეს, სადაც მათ საშუალება მიეცათ მაქსიმალურად დაუფლებოდნენ პროექტისა და ტრენინგების მართვას და უნარებს. Aამის შემდეგ, ლიდერები ეწვივნენ ზემოხსენებულ სამ თვითმმართველ ორგანოს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროექტები.
პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, მცხეთაში სემინარები სწორედ ამ ლიდერებმა გამართეს, რომელთაც ზედამხედველობას პოლონელი ტრენერი და პროექტის კოორდინატორი უწევდა. Aადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სემინარებს მცხეთის, დუშეთის ყაზბეგისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 24 ივნისს, 16. 30საათზე ქ. მცხეთაში დაგეგმილია პრესკონფერენციის მოწყობა, სადაც განხილულ იქნება აღნიშნული პროექტის შედეგები და სამომავლო გეგმები. გაიმართება დისკუსია, მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციებისთვის, თუ რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ის გუნდები, რომლებსაც ექნებათ საგრანტო პროექტებზე მუშაობის უფლება.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე; პოლონეთის ელჩი საქართველოში _ ურშულა დოროშევსკა; პროექტის პოლონელი კოორდინატორი და ტრენერი, ასევე, პოზნანში გადამზადებული ქართველი ლიდერები.