გადაუღებელი წვიმის შედეგად გარესამყაროს დუშეთის რაიონის კიდევ 6 სოფელი : დოლას ქედი, ზედა დოლას ქედი, ჟუღისი, ვაშლობი, ერეთი და საქერი მოწყდა.
ადიდებულმა მდინარე არაგვმა სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა წაიღო, რის შედეგადაც 70-მდე ოჯახი რაიონულ ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, დახოცილია შინაური ფრინველი და მთლიანად განადგურებულია ნათესები.
სტიქიის ზონაში დუშეთის რაიონის გამგეობის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის. დუშეთში წუხელ მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა.