ახმეტის რაიონის სოფელ მატანში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირმა 56 წლის მამაკაცი დაცხრილა.
შათირიშვილების ოჯახს ამ დროისთვის დაუდგენელი პირი თავს წუხელ დაესხა.
56 წლის ზურაბ შათირიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
თავდამსხმელი ფიზიკურად გაუსწორდა დაღუპულის რძალსაც, რომელიც გააუპატიურა, შემდეგ კი მიიმალა.
მომხდარის მიზეზი უცნობია. გამოძიება დაწყებულია.