სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ძლიერი წვიმების გამო წყალდიდოებებია. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. ზნაურის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზაურ ცხოვრებოვის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარე ფრონემ საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები დატბორა.
მისივე თქმით, ამჟამად მდინარის კალაპოტის გამწმენდი სამუშაოები ტარდება.
"დატბორვის საფრთხე ასევე არსებობს ძაურის რაიონში, აქ ჩამოვიდა მეწყერი, ჩამოიშალა კლდეები და გზები ჩაიხერგა. ამჯამად სტიქიის შედეგების აღმოფხვისათვის ამოქმედებულია სპეციალური ტექნიკა", _ იუწყება ოსური მხარე.