თბილისის საერთაშორისო აეროპორტის DUTY FREE -ში ღვინის მაღაზიის გახსნა იგეგმება. DUTY FREE -ის მაღაზიაში სახელწოდებით - „საქართველოს ღვინოები", რომელსაც 205 კვადრატული მეტრზე იქნება გადაჭიმული, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ცხრაზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია გაიყიდება, მათ შიორის როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, მწვანე და სხვა. მაღაზიაში გამოიფინება ასევე ასზე მეტი სახეობის ღვინის ბრენდი.
მგზავრებს საქართველოდან გამგზავრებისას არამარტო შესანიშნავი საჩუქრების შეძენის საშუალება მიეცემათ, არამედ აქვე შეეძლებათ ღვინის დაგემოვნებაც. ATU Duty Free -ის მაღალკვალიფიციური გაყიდვების ჯგუფი კი მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება ამა თუ იმ ღვინის სახეობრივ და არომატულ თვისებებსა თუ შემადგენლობაზე ინფორმაციის მიწოდების სახით. ღვინოების დაგემოვნება, რასაც რეგულარული ხასიათი ექნება განაპირობებს მათი გამოცდილებისა და ცოდნის კიდევ უფრო გამდიდრებას ქართული ღვინის ნაირსახეობებში. გარდა ამისა, მაღაზია „საქართველოს ღვინოები" მგზავრებს საშუალებას მისცემს დააგემოვნონ ქართული ცქრიალა ღვინოების ფართო ასორტიმენტი.
ATU Duty Free ასევე ქართული ღვინის დახვეწილ კოლექციას ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ მგზავრს შესთავაზებს სტამბულის საერთაშორისო აეროპორტის Duty Free -ის მაღაზიებში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განმარტავენ, რომ საქართველო ერთ-ერთი უძველესი და ღვთივკურთხეული ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც დასაბამი მიეცა მეღვინეობას. ქვეყანაში არსებულმა ჰავამ, სადაც თბილი და ნოტიო ზაფხულია და გრილი ზამთარი, ასევე რეგიონში გავრცელებულმა ტემპერატურამ და შავი ზღვის გავლენამ კლიმატზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ შეუწყო ხელი კოლხეთის მიწაზე მეღვინეობის კულტურის განვითარებას, ხოლო ქართველი ხალხის შემოქმედებითმა ნიჭმა მას ღვინისთვის მიწაში ჩამარხული კერამიკული შესანახი ჭურჭლის გამოყენება მოაფიქრებინა.
მასალის გამოყენების პირობები