ლენტეხის რაიონში გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა.
მეწყერმა რაიონამდე მისასვლელი გზები ჩაკეტა. ამ დრომდე ვერ ხერხდება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ლენტეხის ზემო სოფლებში.
მეწყერს მსხვერპლი და სახლების ნგრევა არ მოჰყოლია.
გზის სრულ აღდგენას დღის ბოლოსთვის ვარაუდობენ.