გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა ხობის რაიონის 5 სოფლის მოსახლეობას.
მდინარე ხობისწყალმა მოსახლეობის კუთვნილი სავარგულები, სათბურები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. დახოცილია მსხვილფეხა საქონელი.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.