2020 წლამდე სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდის ტემპი შენარჩუნდება, ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური განვითარებისა და თამაშრომლობოს ორგანიზაციისა და გარეოს სასურსათო ორგანიზაციის ერთობლივ მოხსენებაში.
ფასების ზრდის მიზეზად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლების და ბიო-სათბობზე მოთხოვნილების ზრდა სახელდება.
მოხსენების მიხედვით, მარცვლეულზე ფასები 20 %-ით გაიზრდება, ხოლო ხორცზე 30 %-ით. მოხსენებაში აღნიშნულია ასევე ისიც, რომ სასურსათო პროდუქციის მოცულობის ზრდა არ შეესაბამება მასზე არსებულ მოთხოვნებს, რომელიც გაცილებით მეტია.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ მაღალი ფასები მიწაზე, ენერგიაზე და წყალზე ზღუდავს სასურსათო პროდუქტების მოცულობის ზრდას. არსებული პროგნოზების მიხედით ბრინჯზე ფასები 15 %-ით, შაქარზე 20 %-ით, ქათმის ხორცზე 30 %-ით, ზეთზე კი 50 %-ით გაიზრდება.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდა კი საშუალოდ წლიური 1,7 % იქნება, მაშინ როდესაც გასულ წლებში ზრდის მაჩვენებელი 2,6 % ი იყო.