წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილი ოჯახების ფოთში გადაყვანის პროცესის დაწყების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.
"ჯი-ეიჩ-ენმა" აღნიშნული ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გადაამოწმა, სადაც ის კატეგორიულად უარყვეს.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის" თავმჯდომარე ლალი გრიგოლავამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებში მცხოვრები დევნილი ოჯახების ფოთში გადაყვანის პროცესი დაიწყო და "ფოთში გადასვლასთან დაკავშირებით განცხადებების დაწერა იძულებით მიმდინარეობს".