საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ძლიერი წვემისა და სტიქიის გამო სოფელში გზები დაინგრა, ასევე ამორტიზებულია წყალშემკრები გვირაბები.
"ბოლო 30 წლის განმავლობაში სოფლებში არაფერი არ გაკეთებულა. გუბერნიისა და მთავრობის დახმარებით შევძელით თანხების მობილიზება და ნაპირსამაგრი სამუშაობის ჩატარება, რომელიც მომავალში სოფელს სტიქიისგან დაიცავს", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამასთან, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი სტიქიისგან დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.