დღეს, 19 ივნისს 9:00 საათზე თიანეთის მუნიციპალიტეტში დაბა სიონში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის გამგებელი დაათვალიერებენ სიონში არსებულ ინფრასტრუქტურას, მოქმედი სასტუმროების მზადყოფნას და სულ ახლახან აშენებულ საოჯახო სასტუმროს ,,სიონი გოლდი", რომლიც დასრულების ფაზაშია და რამდენიმე დღეში მზად იქნება ტურისტების მისღბად.
სასტმროში განთავსებული იქნება თანემედროვე სტანდარტების მქონე რვა კეთილმოწყობილი ნომერი, აქვე იმუშავებს კვების ობიექტი, რომელიც მოემსახურება სტუმრებს. აღნიშნულ სასტუმროში დასქმდება 6 ადგილობრივი მაცხოვრებელი.
გარდა ამისა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ადგილობრივ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაათვალიერებენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულ მიმდინარე სამუშაოებს. კერძოდ: სოფ. ტუშურების ტერიტორიულ ორგანოში შიდა გზების და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოებს.