საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რაჭაშია. სააკაშვილა ცოტა ხნის წინ ამბროლაურის რაიონში ორი ახალი ობიექტი - საავადმყოფო და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი გახსნა.
საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი, 25 საწოლზე გათვლილი დაწესებულებაა, რომელიც რაიონის მოსახლეობას მოემსახურება, მათ შორის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამაში ჩასულ პაციენტებს. დაწესებულების ექიმებს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ექიმებთან დაკავშირება ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლებათ, რისთვისაც საავადმყოფოში სპეციალური აპარატურა დამონტაჟდა. ვირტუალური კავშირი პირველად სწორედ სააკაშვილმა გამოსცადა და ინტერნეტით დანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს ესაუბრა.