16 ივნისს, 14:00 საათზე, თბილისის ივენთ ჰოლში გაიმართება მეხუთე ბლექ სი ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებული (Black Sea Jazz Festival) პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ისთერნ პრომოუშენსის დირექტორი მიშა გიორგაძე, გენერალური სპონსორის საქართველოს ბანკისა და ფესტივალის პარტნიორის ნავთობკომპანია „GULF"-ის წარმომადგენლები დაესწრებიან.
როგორც ცნობილია ფესტივალი ბათუმში, 19-24 ივლისს გაიმართება. რიგით მეხუთე ბლექ სი ჯაზ ფესტივალს (Black Sea Jazz Festival), გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. წელს ფესტივალი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 4 სცენა, 21 ბენდი, 150-მდე მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან 37 შოუ და 11 ქვეყანა (GEO, ARM, UKR, AZR, RUS, KAZ, LIT, NED, UK, GER, USA). წლევანდელ ფესტივალს ესტუმრებიან სთენლი ჯორდანი - ვირტუოზი გიტარისტი, თავის ტრიოსთან ერთად. იელოუჯექეთსი - ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. ლონდონ ქომუნითი გოსპელის გუნდი, პირველად საქართველოში გოსპელის სტილი - პოპის მეგავარსკვლავი მეისი გრეი, ორი გრემის და ორი ემტივის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი. დიჯეი ლოჯიქი, სპეციალურად ბლექ სი ჯაზ ფესტივალისთვის 3 დღის განმავლობაში მოაწყობს ჯემსეიშენებს. მენ ინ ბრას, სამი დღის განმავლობაში, დღეში 5-ჯერ კონცერტებს ბათუმის ქუჩებში გამართავს.
კონცერტები ჩატარდება ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან). წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდება უფასო კონცერტებიც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ. საფესტივალო დღეებში იქნება სპეციალური ადგილები, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სუვენირი ფესტივალის ლოგოთი.