საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულთან იმერეთში რეიგონში ლაშა მაქაცარიასთან დახურული თათბირი გამართა. შეხვედრას იმერეთის რაიონების გამგებლებიც ესწრებოდნენ. ხეთაგურმა გუბერნატორებს სატყეო რეფორმის ახალი რეგულაციები გააცნო. ალექსანდრე ხეთაგური ქვეყნის მასშტაბით ყველა რაიონის გამგებელს შეხვდება.
სატყეო რეფორმის ახალი რეგულაციის მიხედვით, მოსახლეობას სათბობი მასალისა და საცხოვრებელი სახლების გადახურვისთვის საჭირო ხეების მოსაჭრელად ე.წ. ბილეთის საფასურის გადახდა აღარ დასჭირდება. როგორც ალექსანდრე ხეთაგურმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განმარტა, ტყეების მიმდებარე ტერიტორიებთან გარემოს დაცვის ინსპექციის რეინჯერების პატრულირება გაძლიერდება და მოსახლეობა ხეების მოჭრას სწორედ რეინჯერების ზედამხედველობის ქვეშ მოახერხებს. მინისტრმა ასევე დასძინა, რომ სატყეო რეფორმის ლიბერალიზაციის პარალელურად კანონი მკაცრდება იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც მოჭრილ ხე-ტყეს ეკონომიკური და ფინანსური სარგებლობისთვის გამოიყენებენ. ალექსანდრე ხეთაგურმა ანალოგიური შეხვედრები გუშინ ნუნისშიც გამართა