ძლიერმა წვიმამ საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს ისევ პრობლემები შეუქმნა.
უხვმა ნალექმა თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელეში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. დაღუპულია მსხვილფეხა შინაური პირუტყვი.
ნახშირღელეში უკვე იმყოფებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა დაბა ჩხოროწყუსა და 5 სოფლის მოსახლეობასაც. დატბორილია ნათესები და ეზოები. დაღუპულია შინაური პირუტყვი. ადიდებული მდინარის გაღმა მდებარე რამდენიმე სოფლის მოსახლეობა კი რაიონულ ცენტრსაა მოწვეტილი. ადგილობრივების თქმით, მდინარე ისე სწრაფად ადიდდა, რომ მათ საძოვრებიდან პირუტყვის გამოყვანა ვერ მოასწრეს.