მდინარე რიონმა ახალგაზრდა მამაკაცის გვამი გამორიყა. გარდაცვლილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდის მცხოვრები რუსლან მაკარიძეა, რომელსაც ოჯახი და მეზობლები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
გარდავლილის მდინარიდან ამოყვანა ფოთის ტერიტორიაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მაკარიძემ თავი დაიხრჩო.
გვამი ზუგდიდის პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. რუსლან მაკარიძეს 4 მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა.