აჭარაში ტურისტული გეოგრაფიის კვლევა მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული გეოგრაფიის კვლევა რეგიონში ყოველწლიურად ხორციელდება.
"კვლევის შედეგების საფუძველზე, იმ ქვეყნებში, სადაც ტურისტული დაინტერესება ყველაზე მაღალია, ინტენსიური მარკეტინგული სამუშაოები მიმდინარეობს.
გათვლა, პირველ რიგში, რეგიონის ქვეყნებზე კეთდება. სარეკლამო კამპანია მეზობელ ქვეყნებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ირანშიც ჩატარდა"- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.