ბათუმში ირანული და იაპონური რესტორნები გაიხსნა. აჭარის ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტებს ცხელ სეზონზე აჭარაში კვების ობიექტთა სიმრავლე და მენიუს მრავალფეროვნებაც იზიდავთ.
"ჩვენს ქალაქში რესტორნების დიდი არჩევანია - ვიზიტორებს არა მხოლოდ ქართული და ევროპული სამზარეულოს გაცნობის საშუალება აქვთ.
სეზონის მთავარი სიახლე - ბათუმში იაპონური და ირანული რესტორნების ამოქმედებაა"- აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.