ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით სასტუმროებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შემოწმება დაიწყო.
ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და ტესტირების ლაბორატორიამ დღეს ქალაქში მდებარე სამი სასტუმრო შეამოწმა. მაკონტროლებლებმა "ერა პალასში", "ჩაოსა" და "სითი სტარში" სამზარეულოების სანიტარული მდგომარეობა, თეთრეულის შენახვისა და რეცხვის პროცესი, სადეზინფექციო საშუალებების და მათი ხმარების წესები შეამოწმეს.
ლაბორტორიული პასუხები 72 საათში იქნება ცნობილი. საბოლოო შედეგები ყველა სასტუმროს შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.
წინასწარი მონაცემებით, სერიოზული დარღვევები არც ერთ სასტუმროში არ დაფიქსირებულა. თუ ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ დარღვევები აღმოჩნდება, შესაბამისი საჯარიმო სანქციები გატარდება.
მასალის გამოყენების პირობები