ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონი დააზარალა.
უეცრად ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა.
გარდა ამისა, ქარმა ხეებიც წააქცია და ელექტროსადენები დააზიანა. აღნიშნულის გამო გურჯაანის რაიონის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
რაც შეეხება წვიმას, მან გურჯაანი-თელავის დამაკავშირებელი გზა დატბორა, რის გამოც მოძრაობა ერთი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.
ზარალს სპეციალური კომისია დაადგენს.