რუსმა სამართალდამცავებმა საკუთარი სახლის ზღურბლზე გარდაცვლილი მოსკოვის ოლქის ქალაქის ტუჩკოვოს მერი ვიტალი უსიმენკო იპოვეს. სახლში მისი მეუღლის გვამი აღმოაჩინეს. ექსპერტთა მიერ გამოკვლევის შედეგად დადგინდა,რომ ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობისგანაა გარდაცვლილი. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება ადგენს თუ რამდენადაა დაკავშირებული მკვლელობა გარდაცვლილების საქმიანობასთან: უსიმენკოს მეუღლე მეწარმეა.
რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის თანახმად, სასჯელის სახით, 20 წლამდე პატიმრობას ან სასჯელის უმაღლეს ზომას ითვალისწინებს.
"ამჟამად შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერარიული ჯგუფი მუშაობს. ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები",_ იუწყება რუსული მედია და წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გამოძიებას უკვე ჰყავს პირველი ეჭვმიტანილი და ეს არის 1960 წელს დაბადებული ადგილობრივი მოსახლე, რომელიც ადრე მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.
ს
36 წლის ვიტალი უსიმენკო პარტია "სპრავედლივაია როსიას" წევრი იყო. მერის თანამდებობაზე კი იგი ორ თვეა რაც იმყოფებოდა.