ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელს გვიან ღამით წვიმასთან ერთად ქარბორბალამ გადაუარა. ქარიშხალმა სკოლას და რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ჩაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები.
ქარმა მრავალწლოვანი ხეები წააქცია, დაზიანებულია ვენახებიც. ზარალს სპაციალური კომისია ითვლის, რომლის მუშაობის დასრულების შემდეგ გადაწყდება თუ რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას.