აჭარის რეგიონიდან საექსპორტოდ ამ დროისთვის 45 ტონა მანდარინია გასული. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძემ მიაწოდა.
მისივე შეფასებით, წელს აჭარას ციტრუსის თვალსაზრისით კარგი სეზონი აქვს.
"აჭარიდან 45 ათასი ტონა მანდარინი საექსპორტოდ უკვე გავიდა. შარშანდელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენ უკვ 10 ტონით მეტი ციტრუსი დავკრიფეთ", - განაცხადა ვარშალომიძემ.
აღსანიშნავია, რომ მანდარინის დარკეფაში ვარშალომიძემ დღეს პირადად მიიღო მონაწილეობა.
წლის ბოლომდე საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 50 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტია დაგეგმილი. პროდუქტს სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და მოლდოვაში გაიტანენ.