ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ხუ ძინტაომ ყაზახეთ-ჩინეთის გაზსადენი გაუშვეს.
გაზსადენი ბუნებრივი გაზის ტრანპორტირების იმ სისტემის ნაწილია, საიდანაც გაზის მიწოდება ჩინეთისთვის უზბეკეთისა და ყაზახეთის გავლით თურქმენული საბადოებიდან განხორციელდება.
დღეს, ჩინეთისა და ყაზახეთის ლიდერები თურქმენეთში ჩავლენ, რათა ნაზარბაევის განმარტებით, გაზის გაშვება განხორციელდეს.
2007 წელს თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი ჩინეთის ნაციონალურ ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან გაზსადენის ორი მილის მშენებლობაზე შეთანხმედნენ, რომლის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 40 მლრდ კბმ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება 7 მლრდ დოლარადაა შეფასებული. პროექტის მიხედვით, გაზსადენი ორი პარალელური მილისგან იქნება წარმოდგენილი, რომლის სიგრძეც 1 300 კილომეტრია. გაზსადენის მშენებლობა 2008 წლის ივლისში დაიწყო და პირველი ხაზის მშენებლობის დასრულება 2009 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. გაზის მიწოდების მოცულობა შემდგომში - მეორე ხაზის ექსპლუატაციაში გაშვებასთან ერთად გაიზრდება. თავიდან ჩინეთს წელიწადში 13 მლრდ კბმ-ი მიეწოდება, ხოლო 2013 წლის ბოლოსთვის 30 მლრდ კბმ-მდე გაიზრდება.
ყაზახეთი მიისწრაფვის მეზობელ სახელმწიფოებში გაზარდოს გაზის მიწოდება, რათა მოახდინოს საწვავის ექსპორტის დივერსიფიკაცია. ყაზახეთის პოტენციალური რესურსი წელიწარში 6 ტრილიონი კბმ-ია. ანალოგიური მიზანი აქვს თურქმენეთსაც, რომელმაც 2009 წლის აპრილში გაზპრომთან საექსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით ურთიერთობა გაწყვიტა. თურქმენეთის მარაგები წელიწარში 8 ტრილიონი კბმ-ია.
ყაზახეთ-ჩინეთის გაზსადენი გაუშვეს
თბილისი.13.12.09."ჯი-ეიჩ-ენი". ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ხუ ძინტაომ ყაზახეთ-ჩინეთის გაზსადენი გაუშვეს.