„ქრისტიან-დემოკრატებმა" კოხინჯრობის სახალხო დღესასწაული ჭიათურაში, „კაცხის სვეტის" მონასტერში აღნიშნეს. კოხინჯრობა წელს სიმონ მესვეტის ხსენების დღეს დაემთხვა.
„კაცხის სვეტი" მე-7 საუკუნის ძეგლია. უნიკალური სიწმინდის სიმაღლე 45 მეტრია. კაცხის სვეტზე მდებარე მონასტრის რესტავრაცია 5 წლის წინ დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. მონასტერში 3 ბერი ცხოვრობს.
„ქდმ"-ის ლიდერებმა გიორგი ახვლედიანმა, ნიკა ლალიაშვილმა, ჯაბა სამუშიამ და მოძრაობის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა ჭიათურაში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესიაც დაათვალიერეს. პარტიის წევრები ეკლესიის მოძღვარმა მამა ამირანმა დალოცა.