ძლიერმა წვიმამ რეგიონები დააზარალა. მცხეთის რაიონში რამდენიმე სოფელში ნათესები მთლიანად გადადგურებულია, მათ შორისაა ახალსოფელი, ნოდაარანთკარი და არაშენდა.
რამდენიმე ოჯახს წყალი სახლშიც შეუვარდა. ჩახერხილია ნოდარაანთკარისკენ მიმავალი გზაც.
გარესამყაროსაა მოწვეტილი გუდამაყრის 6 სოფელიც. ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დატბორა. ძლიერმა წყალმა ჯებირები და ხის ხიდებიც დაანგრია. რამდენიმე სოფლის მოსახლეობას გადაადგილება მხოლოდ ტყის ბილიკების საშუალებით შეუძლიათ.
მცხეთა-მთიანეთის გარდა სტიქიამ საგარეჯოს რაიონიც დააზარალა. დატბორილია ათეულობით საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და სარდაფები. ადიდებულმა წითლისხევმა დაფარა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. ამჟამად საგარეჯოში ისევ წვიმს. ქუჩებში წყალი პირდაპირ სავალ ნაწილზე მოედინება. შეფერხებულია გადაადგილება.