2 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით და მხარდაჭერით საბავშვო ბაღების უფროსი ასაკის ჯგუფის აღსაზრდელებისათვის (80 ბავშვი ) მოეწყობა ექსკურსია მთაწმინდის პარკში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გარდა ატრაქციონებით მომსახურებისა, ბავშვები უზრუნველყოფილნი იქნებიან ერთჯერადი კვებით.